ანონსი 19 აპრილი

19 აპრილს, 10:30 საათზე, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისათვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს (CCM) პირველი სხდომა გაიმართება. სხდომას უხელმძღვანელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
მის: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი (კლინიკა „ლანცეტის“ გვერდით)
საკონტაქტო: სალომე გოგინაშვილი - 558240770
19 აპრილს, 10:30 საათზე, „საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა“ პროფკავშირების წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ. თემა: 19 აპრილს, 13:00 საათზე დაგეგმილი მასშტაბური გამფრთხილებელი აქცია და შეთანხმების გარეშე დასრულებული კომუნიკაცია. აქციის მონაწილეთა სამოქმედო გეგმები.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო : ეკა გულუა 599726565
19 აპრილს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატი ამირან გიგუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თბილისში ყველაზე ძვირადღირებულ სკოლას ბრალს თაღლითობასა და ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში სდებენ. ერთმა მშობელმა სასამართლოს უკვე მიმართა. ჩივილს კიდევ რამდენიმე მშობელი აპირებს.
მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო : 593 53 45 24
19 აპრილს 11:00 საათზე აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფი მიმართავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თხოვნით და შუამდგომლობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე განიხილოს ქალბატონი ლელა გულედანის კანდიდატურა. ასევე საინიციატივო ჯგუფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შეიტანს ქალბატონ ლელა გულედანის მხარდამჭერ დევნილი მოსახლეობის ხელმომწერთა სიას.
მის: ვაჟა-ფშაველას N16, საკონტაქტო პირი: ლელა გულუა ტელ: 599115297
19 აპრილს, 11:00 საათზე, „პირველი რადიოს“ პრესკლუბში გოგა ონიანის ადვოკატი ბექა ბასილაია საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
19 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: კანონპროექტი, რომლის მიხედვით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგოობიექტების მშენებლობა დასაშვები ხდება. რა საფრთხეს შეიცავს ინიციატივა - არასამთავრობოების მიმართვა პარლამენტს.
მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო.: 593 53 45 24
19 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოსთან ერთად წარადგენს რეკომენდაციებს დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმის გაუმჯობესებაზე. ღონისძიებას გახსნიან ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
საკონტაქტო: ნინო ხელაძე - 598 18 16 06
19 აპრილს, 12:00 საათზე, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან იოსელიანი და მისი შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი მოსახლეობასთან ერთად,სოლოლაკში მდებარე, ყოფილი სპორტდარბაზის შენობასთან ხელისუფლებას განცხადებითა და კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავენ.
მის: სოლოლაკი, ასათიანის ქუჩა 50,#43 სკოლის გვერდით 12-სთ.
19 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
მის: პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)
19 აპრილს 13:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის საპროტესტო აქცია გაიმართება ს.ს. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულთა ხელფასების ზრდის,ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების, შრომის უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების და პროფწევრებზე ზეწოლის აღკვეთის მიზნით.
მის: ზურაბ ანჯაფარიძის 19
19 აპრილს, 13:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.
დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს აქტიურ ვაკანსიებს 20-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია შესთავაზებს. მათ შორის არიან: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, ილიას უნივერსიტეტი, სასტუმრო „შერატონი“, „აჭარა ჯგუფი“, „ემ გრუპი“ და სხვა.
ფორუმი 13:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე გაგრძელდება
მის: სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“
საკონტაქტო: ლალი გალუმაშვილი-595 05 57 50
19 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.
19 აპრილს, 14:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სტუდენტებს შეხვდება და გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: საპარლამენტო ზედამხედველობა სახელმწიფო ბიუჯეტის მართვის პროცესში.
მის: საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
საკონტაქტო: ბელა ნოზაძე (+995) 591 01 51 59
19 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში აფხაზეთის ომის ვეტერანთა და საზოგადოების წარმომადგენლობითი შეხვედრა გაიმართება.
19 აპრილს, 15:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, საქართველოს პარლამენტში, პერფორმანსის ფონზე, წარადგენს კანონპროექტს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. რომელიც მიზნად ისახავ, მშრომელთა მასობრივი სიკვდილიანობის შეწყვეტას.
საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშივლი - 558 29 69 80
19 აპრილს, 16:00 საათზე, დოდო აფრასიძე და ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა, სვანეთში 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი აფრასიძეების საქმეთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში არიან დაბარებულები.
19 აპრილს, 18:00 საათზე , „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ქართველი ემიგრანტებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქციას გამართავენ რუსეთ -საქართველოს ომის ვეტერანები,სტუდენტები, მას შეუერთდება „ქართული მარში“ და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები. საფრანგეთში ქალაქ მონპელიეში, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია გაიმართება მოთხოვნით, რომ მათ მისცენ თავშესაფარი და არ მოხდეს მათი დეპორტაცია საქართველოში.
19 აპრილს, 19:00 საათზე „შერატონ მეტეხი პალასში“ “ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ღონისძიებას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დაესწრებიან.
მის: თელავის 20.
საკონტაქტო : ელენე ზაუტაშვილი (577652255)
19 აპრილს, 20:00 საათზე, რეჟისორების სოსო ნემსაძისა და ლევან სვანაძის მიერ, ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ,,თოვლივით თეთრი თოვლი“ პრემიერა გაიმართება.
მის: გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი, დიდი სცენა.

























