მღვდელმსახურების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნა 2018 წელს 11-ჯერ გაიზარდა

გასულ წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების მიზნით შესაბამის უწყებას 11-ჯერ მეტმა მღვდელმსახურმა და სასულიერო სასწავლებლის მოსწავლემ მიმართა, ვიდრე 2017 წელს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოითხოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, 2016-2018 წლებში 7 286 მღვდელმსახურსა და სასულიერო სასწავლებელის მოსწავლეს გადაუვადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, თუმცა თუ 2016 წელს 426-მა მღვდელმსახურმა და სასულიერო სასწავლებლის მოსწავლემ მოითხოვა გადავადება, 2017 წელს კი 553-მა, გასულ წელს ეს რიცხვი 11-ჯერ - 6 307 ადამიანამდე გაიზარდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მღვდელმსახურებში ნებისმიერი აღმსარებლობის მქონე ადამიანი მოიაზრება, რომელიც შესაბამის დოკუმენტს წარადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა