ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები

ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანს თავის არეში აქვს დაზიანება მიღებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მეორე პირის დაშავების შესახებაც.

შსს-ს ცნობით, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ „ლიბერთი ბანკშიც“. როგორც ბანკის პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დეტალების შესახებ სათაო ოფისი ინფორმირებული არ არის. ბანკის შესაბამისი ჯგუფი ადგილზე უკვე გავიდა. წაღებულია თუ არა თანხა, ამ ეტაპზე „ლიბერთი ბანკის“ ადმინისტრაციისთვის უცნობია.

იხილეთ ვიდეო: ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს