სალომე სამადაშვილი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილობრივ გათვალისწინება ვერ შეცვლის იმას, რომ უზენაესი სასამართლო „კლანის" მართული მოსამართლეებით დაკომპლექტდება

ვენეციის კომისიიის რეკომენდაციების ნაწილობრივ გათვალისწინება ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდება ხელისუფლების და „კლანის" მიერ მართული მოსამართლეებით, -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის რეალობა, რომელიც სასამართლოში დგას, არ შეიცვლება იმ ცვლილებების გათვალისწინებითაც კი, რომელზეც თანახმაა დღევანდელი ხელისუფლება.

„ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს ფორმირება მოხდეს ისე, რომ გამოირიცხოს სასამართლოს, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური კონტროლი.

რეალობა, რომ ჩვენ მივიღებთ უზენაეს სასამართლოს, რომელიც იქნება ხელისუფლების პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, სამწუხაროდ, არ შეიცვლება იმ ცვლილებების გათვალისწინებითაც კი, რომელზეც თანახმაა დღევანდელი ხელისუფლება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს