ანრი ოხანაშვილი - ვიმედოვნებ, რომ მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებიც პარლამენტს წარედგინება, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ

მაქვს მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებიც პარლამენტს წარედგინება, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ პარლამენტს ისეთი კანდიდატები წარუდგონოს, სადაც არ გაჩნდება კითხვები მათი კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების თაობაზე“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა გრძელდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს