რევაზ სოხაძე - ფასს ადგენს სამხარაულის ეროვნული ბიურო და ჩვენ და მერიას გვაქვს მოცემულობა, რომ გადასაცემი ტერიტორია მასთან შესაბამისობაშია

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია სენსიტიური მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ესა თუ ის საკითხი ნაცნობი სახელისა და გვარის ადამიანს ეხება. ეს განცხადება საკრებულოს წევრმა თაბორის მთის ტერიტორიაზე პარლამენტარ ბექა ოდიშარიას კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხის კომენტირებისას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მათი ინფორმაციით, საკრებულოს წევრის თქმით, ოპოზიციას ხმა არ ამოუღია, მაშინ როდესაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე დაახლოებით 50-ჯერ მეტი ფართობის გაცვლა მოხდა.

„თქვენი მხრიდან მსგავსი ოპონირება არ მახსენდება მხოლოდ იმიტომ, რომ სახელი და გვარი იქ არ იყო ცნობილი. ახლა კი თითის გაშვერა, რომ ვინმე რაღაც ფასად მიწას აძლევს, სპეკულაციაა და სხვა არაფერი. ფასს არ ადგენს არც მერია, არც მერი და არც მერიის რომელიმე სამსახური. ფასს ადგენს სამხარაულის ეროვნული ბიურო და ჩვენ და მერიას გვაქვს მოცემულობა, რომ გადასაცემი ტერიტორია მასთან შესაბამისობაშია“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა