ოთარ კახიძე - ამ გადაწყვეტილებით "ქართული ოცნება" პოლიტიკურად  გაკოტრდა

ამ გადაწყვეტილებით "ქართული ოცნება" პოლიტიკურად, ფაქტობრივად, გაკოტრდა. ივანიშვილის კლანს უნდა ვუწოდებდეთ იმ ჯგუფს

რომელიც სასამართლოს გააკონტროლებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, სასამართლოს კლანი ივანიშვილის ზედამხედველობით მზად არის საზოგადოების აზრის იგნორირებისთვის.

" ეს არ არის მურუსიძე- ჩინჩალაძის კლანი. ეს არის ივანიშვილის კლანი, რომელიც მოიაზრებს მორჩილ უმრავლესობას, მორჩილ სასამართლოს და მორჩილ მთავრობას. ეს უმრავლესობა ივანიშვილის მეთვალყურეობით მზად არის საზოგადოების აზრის სრული იგნორირებისთვის“, - განაცხადა კახიძემ.

პარლამენტმა ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ორდღიანი მუხლობრივი განხილვა კენჭისყრით 87-მომხრე, 31-წინააღმდეგი დასრულდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა