ანონსი 20 აპრილი

20 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა უფლებადამცველთა ორგზანიზაცია , საქართველოს განათლების,მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ბრიფინგს გამართავს. თემა: მინისტრი დიანტერესდეს ხობის რაიონის სოფელ ძველი ხიბულას საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილებით. ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული სკოლის დირექტორმა დამლაგებლის კუთვნილი ხელფასი მიითვისა.
საკონტაკტო: 593 75 78 37, 579 69 64 65 ქრისტინე.
20 აპრილს, 12:30 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, პარლამენტის შესასვლელთან, მისი ავტორობით მომზადებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონშიც ცვლილებების მიღების მოთხოვნით, პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად აქცია პერფორმანსს გამართავს. ლაშა ჩხარტიშვილი- 558 29 69 80
20 აპრილს, 14.00 საათზე, თსუ-ს სააქტო დარბაზში, დედაენის ფესტივალის დაჯილდოება გაიმართება, სადაც კონკურსში გამარჯვებული ქართველი და უცხოელი მოსწავლეები, ასევე საუკეთესო კალიგრაფი პედაგოგები დაჯილდოვდებიან.
საკონტაქტო: მაიკო ჩიტაშვილი, 593260609
20-23 აპრილს, 17:00 საათზე, „წიგნის დღეების“ ფარგლებში, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულ ავტორებთან შეხვედრა გაიმართება.
მის.: „ქარვასლა“ (ც.დადიანის #7)
საკონტაქტო: მარიამ აბდუშელიშვილი - 598782842
20 აპრილს, 19:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე მულტიფუნქციურ სივრცე „რესპუბლიკაში”, Young Lions Georgia 2019 -ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება და გამოვლინდება 5 გამარჯვებული გუნდი, რომელიც ივნისში, კანის რეკლამის ფესტივალზე მსოფლიო პირველობისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს.
საკონტაქტო პირი : სოფიკო მუსერიძე - 599 809494
20 აპრილს, 20:00 საათზე, ორმოქმედებიანი კომედიის ,,დილამშვიდობისა ასდოლარიანო!“ გაიმართება. სპექტაკლს რეჟისორი ქეთი დოლიძე რუსთავის თეატრის ცისფერ სცენაზე წარმოადგენს. პიესის ავტორები პეტრე ხოტიონოვსკი და ინგა გარუჩავა არიან.
მის: გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი

























