პანკისის ხეობის უხუცესი - მიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზით ხალხზე ზემოქმედება, აუცილებელია ახსნა-განმარტება და შეთანხმების მიღწევა

პანკისის ხეობის უხუცესის ხასო ხანგოშვილის განცხადებით, თუ ხეობაში ჰესი მაინც აშენდება, მაშინ ადგილობრივმა მოსახლეობამ სარგებელი უნდა მიიღოს. ის ძალადობრივ მეთოდებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ აღნიშნული საკთხები მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.

„ყოვლად მიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზით ხალხზე ზემოქმედება და რამის მიღწევა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ აუცილებელია ახსნა-განმარტება და ამ კუთხით შეთანხმების მიღწევა. ყოველთვის მომხრე ვარ მოლაპარაკების.

მე თვითონ ადგილზე არ ვიყავი და არ ვარ შესწრე დღეს განვითარებული მოვლენების,მაგრამ უნდა აიწონოს-დაიწონოს ყველაფერი. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ აქ სახელმწიფოს ინტერესებია ჩადებული და სახელმწიფო მაინც ააშენებს ამ ჰესს, მაშინ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მივიღოთ კომპანიისგან. კომპანია ძალიან ბევრს გვპირდება და ეს თუ შესრულდა, სხვა საკითხია, მაგრამ მაინც ხალხი გადაწყვეტს ამ საკითხს. ჩვენ უხუცესები ვართ და ასეთ აქციებში არ ვერევით“,-განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა