სერგეი ლავროვი - ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება, თუ როგორი იქნება ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკა უკრაინის პრეზიდენტად არჩევის შეთხვევაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია დასკნების გაკეთება იმის თაობაზე, თუ როგორი იქნევა ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკა პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.

„ჩვენ ვხედავთ პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის წინასაარჩევნო პროგრამებს, თუ როგორ უდგებიან ისინი მეორე ტურს. შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათთვის ახლა მთავარია ამომრჩევლის არა კონსტრუქტიული პროგრამით მოზიდვა, არამედ უბრალოდ გამარჯვება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „ჯერ ნაადრევია შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება, თუ როგორი იქნება ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკა პრეზიდენტად არჩევის შეთხვევაში“.

„უნდა დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებთ, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება ზელენსკის მილიონობით თავისი მოქალაქესადმი, რომლებიც რუსულ ენაზე საუბრობენ, უყვართ რუსული ენა და კულტურა, სურთ თავიანთი ღირებლებების საფუძველზე ცხოვრება და არა იმ ღირებულებებზე, რომლებიც შუხევიჩს, ბანდერასა და პეტლიურებს ადიდებენ“, - დასძინა ლავროვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა