მეუფე შიო - ეს დღესასწაული თან ზეიმია და თან არის დღე, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ერთგულებაზე და ადამიანის ცვალებადობაზე

ეს დღესასწაული თან ზეიმია და თან არის დღე, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ერთგულებაზე და ადამიანის ცვალებადობაზე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ ბრძანა, ხშირად ადამიანებს ჩვენს მიერ დამახინჯებული სახარება გვაქვს და იმით ვცხოვრობთ, გვგონია, რომ ეს ქრისტეს ვნებაა, რაშიც ძალიან ვცდებით და შეიძლება გაწბილებულები და იმედგაცრუებულები აღმოვჩნდეთ.

„ეს დღესასწაული თან ზეიმია და თან არის დღე, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ერთგულებაზე და ადამიანის ცვალებადობაზე. სად არის რომის იმპერია, ან სხვა იმპერიები, ან სხვა ხელისუფალნი, რომლებიც ქადაგებდნენ უღმერთობას და რომლებსაც ეგონათ, რომ მათი ხელისუფლება მუდმივი იქნება და ცდილობდნენ დაენერგათ ერში არაქრისტიანული ღირებულებები? აღარ არიან ისინი. მორწმუნეებს, თავის მიმდევრებს იესო ქრისტემ სხვა რამ უთხრა, იგი გვპირდება ჩვენ მარადიულ სიცოცხლეს, მარადიულ სიხარულს, ამაზე ვფიქრობთ ჩვენ დღეს. თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ ქრისტიანები, ჩვენ უნდა მოვიხვეჭოთ სულიწმინდა, რომელიც დაივანებს ჩვენს სულში, ჩვენს გულში და სასუფეველი ღვთისა თქვენშია.

უფალმა ინებოს, რომ ჩვენს გულში შემოვიდეს ქრისტე, რომ ჩვენ გავითავისოთ ის, რაც უფალს უნდა იმიტომ, რომ ხშირად ჩვენ ჩვენს მიერ დამახინჯებული სახარება გვაქვს ხოლმე და იმით ვცხოვრობთ და გვგონია, რომ ეს ქრისტეს ვნებაა და ძალიან ვცდებით იმჟამინდელი ებრაელებივით შეიძლება ჩვენც აღმოვჩნდეთ გაწბილებულები და იმედგაცრუებულები. ღმერთმა ინებოს, რომ ეს კვირა ჩვენთვის შინაარსიანი, მადლიანი ყოფილიყოს, რომ ბედნიერად და სულიერად გაძლიერებული შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს", - განაცხადა მეუფე შიომ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა