შრი-ლანკას ხელისუფლებამ ქვეყანაში კომენდანტის საათი შემოიღო, ასევე დაბლოკილია წვდომა სოციალურ ქსელებზე.
ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი დღეს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყება და ხვალამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს შრი-ლანკაში მომხდარი 8 აფეთქების შედეგად, მათ შორის 3 ეკლესიაში, 180 ადამიანი დაიღუპა.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ტერორისტული ძალადობის ტალღა შეაჩერონ.