მეუფე შიომ მომლოცველთა ჯგუფი დალოცა, რომლებიც იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად მიემგზავრებიან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში მომლოცველთა ჯგუფი დალოცა, რომლებიც იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად მიემგზავრებიან.

როგორც ორგანიზაცია "პილიგრიმ ტურსის" დირექტორმა ცისანა (ციცო) გემაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მომლოცველები ისრაელში ხვალ, გამთენიისას გაემგზავრებიან, წმინდა ცეცხლი კი საქართველოში შაბათს, 27 აპრილს, ღამის თორმეტი საათისთვის იქნება.

"მთელი ვნების კვირეული ჩვენ ვიქნებით წმინდა მიწაზე, ყველა ქრისტიანის სულიერ სამშობლოში. მოვილოცავთ სრულიად წმინდა მიწას - ისრაელის, ასევე პალესტინის ტერიტორიებს. აუცილებლად გვექნება ერთხელ მაინც ზიარება ბეთლემში, დიდ ხუთშაბათს. დავესწრებით ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლას დიდ შაბათს და არაუგვიანეს ღამის თორმეტი საათისა, ჩვენს მიერ ჩამობრძანებული მადლმოსილი ცეცხლი უკვე გადაცემული იქნება პატრიარქისთვის სამების საკათედრო ტაძარში“, - განაცხადა გემაზაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა