გიგა ბოკერია - დამოკიდებულება, რომელიც პანკისში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით შს მინისტრის მხრიდან ვიხილეთ, ადასტურებს, რომ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება

დამოკიდებულება, რომელიც პანკისში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით შს მინისტრის მხრიდან ვიხილეთ, ადასტურებს, რომ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის, ქვეყნისთვის საჭირო, გააზრებული ნაბიჯების გადასადგმელად - ესეც გიორგი გახარიას და მთლიანად ივანიშვილის გუნდის დიაგნოზია, - ასე ეხმაურება პარტია “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პანკისის ხეობაში შექმნილ მდგომარეობას.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, წლებია პანკისის ხეობის მიმართულებით მიმდინარეობს დამაზიანებელი პოლიტიკა, რაც ერთის მხრივ, მოსახლეობას უქმნის ხელისუფლების უუნარობის და ასევე, უსამართლობის განცდას.

“ქვეყნისთვის არის ძალიან მძიმე და სახიფარო ვითარება. მინდა ჩვენს მოქალაქეებს პანკისის ხეობაში სიმშვიდისაკენ მოვუწოდო. რა თქმა უნდა, დაუშვებელია ნებისმიერი სახის ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობა ამ რთულ ვითარებაზე და იმაზე, რომ საქმე აქამდე მივიდა, ივანიშვილის ხელისუფლებას ეკისრება - მისი არათანმიმდევრული და გაუაზრებელი პოლიტიკის გამო. ეს ჰესის საკითხი არ არის, თუმცა ჰესების თემაშიც არათანმიმდევრული არიან. პანკისის ხეობასთან დაკავშირებით ჩვენ წლებია საჯაროდ და არასაჯაროდ ვაფრთხილებდით იმ ვათარების შესახებ, რომელიც ამ რეგიონში იყო ხელისუფლებისადმი ნდობის და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ეს არის ამ ყველაფრის შედეგი, რომ ზოგადი დამოკიდებულება ხელისუფლების და მისი პოლიტიკის მიმართ ჩვენი მოქალაქეების ნდობას არ იწვევს. მათ არა აქვთ ლეგიტიმაცია, რაც ქვეყნისთვის დიდი ხიფათის მომატანია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა