შს მინისტრი - მე აქ ამოვედი იმიტომ, რომ ფორმიან ადამიანს ქვები ესროლეს და ყველა, ვინც პოლიციაზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს

მე აქ ჰესის გამო არ ამოვსულვარ - ამოვედი იმის გამო, რომ ფორმიან ადამიანს ქვები ესროლეს, - აღნიშნული განცხადება პანკისის ადგილობრივ მოსახლეობასთან შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

“თითოეულ კადრს გავაანალიზებთ ვნახავთ, ვინ ვის რა ესროლა“, - აღნიშნა გახარიამ.

ჟურნალისტებთან საუბრისას კი, შს მინისტრმა თქვა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც შს სამინისტროს თანამშრომლებზე იძალადა, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს.

“ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობასთან გააგრძელებენ საუბარს. სანამ მხარდაჭერის ზღვრულ რაოდენობას არ მიაღწევენ, საუბარს გააგრძელებენ. თუმცა აქ არის კიდევ სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა