გიორგი გახარია - მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, მინდა მადლობა გადავუხადო პანკისის ხეობის უხუცესებს

მინდა მადლობა გადავუხადო უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ იმ ობიექტურ რეალობასთან დაახლოება შევძელით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ეფექტური იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობის, ასევე ქვეყნისთვის,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში განაცხადა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს და აღნიშნა, რომ ყველას მიზანი უნდა იყოს ძლიერი და ერთიანი საქართველო.

„ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ. ჩვენ რა თქმა უნდა, გვესმის, რომ გვაქვს უაღრესად დიდი თმენის ვალდებულება, რომელიც განახორციელა თითოეულმა ადამიანმა, რომელიც დღეს აქ იმყოფება. მე მათ მინდა მადლობა გადავუხადო. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომლებსაც ნებსით თუ უნებლიედ დღეს მოუწიათ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქციამოვალეობა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ იმ ობიექტურ რეალობასთან დაახლოება შევძელით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ეფექტური იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობისთვის, ასევე ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა ჩვენი მოქალაქის, პოლიციელის, პანკისელის მიზანი უნდა იყოს ძლიერი და ერთიანი საქართველო, რასაც მოვაღწევთ“, - განაცხადა გახარიამ.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა