თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის „თეატრალურ დარბაზში" თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახლად შექმნილმა ორკესტრმა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილია, ხოლო დირექტორი, კომპოზიტორი და პროდიუსერი მიხეილ მდინარაძე, საზოგადოებას საკმაოდ რთული პროგრამა წარუდგინა. კონცერტზე ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა.

„ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 15-დან 28-წლამდე ასაკის მუსიკოსებს აერთიანებს, მუნიციპალური დაფინანსებით შეიქმნა.

ორკესტრი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში კონცერტებს პერმანენტულად გამართავს, რა დროსაც კლასიკურ მუსიკასთან ერთად, არაერთ საინტერესო და ექსპერიმენტულ პროექტს წარადგენს“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა