ნიკა მელია - მე მაინტერესებს, უკანასკნელი წლების განმავლობაში სუს-ს ერთი ჯაშუში მაინც თუ გამოუვლენია

ხომ შეიძლება 7 წლის განმავლობაში სუს-ის კომპეტენტურმა პირებმა ერთხელ მაინც თქვან, რომ ერთი ჯაშუში გამოვავლინეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტის გაორმაგების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებია.

"ძალიან მაინტერესებს ამ ანგარიშში მოვისმინო, რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ. უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთი ჯაშუში მაინც თუ გამოუვლენია. გასულ წელს გააორმაგეს ბიუჯეტი და მსგავსი არაფერი გვსმენია. ყველა სახელმწიფო უწყება პრაქტიკულად, კაბელით არის შეერთებული ჩვენი ძირგამომთხრელი სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან. ხომ შეიძლება 7 წლის განმავლობაში სუს-ის კომპეტენტურმა პირებმა ერთხელ მაინც თქვან, რომ ერთი ჯაშუში გამოვავლინეთ. ვინმეს სჯერა, რომ 7 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის ჯაშუში ან რეზიდენტი არ ოპერირებდა? ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია უწყების ხელძღვანელისგან მოვისმინოთ კითხვებზე პასუხი, რამდენად არიან ისინი ჩართული პოლიტიკურ პროცესში,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუსი 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა