ნიკა მელია - დიახ, პროვოკაციას აწყობ, როდესაც იცი, რომ ასეთი რამ მოხდება და ასობით სპეცრაზმელი შეგყავს ხეობაში ძალდატანებით ჰესის მშენებლობის დასაწყებად

დიახ, პროვოკაციას აწყობ შენ, როდესაც იცი, რომ ეს მოხდება და ასობით სპეცრაზმელი შეგყავს ხეობაში ძალდატანებით ჰესის მშენებლობის დასაწყებად,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან იცოდა მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შესახებ.

„იმ ფონზე, როდესაც მათ იცოდნენ, რომ მეორე წელია პანკისის მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგობა იყო ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ იქ სპეცრაზმის შეყვანა არ გამოიწვევდა კონფლიქტს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2000 წელს, შევარდნაძის პერიოდში ამ ხეობაში აშენებულია უფრო მძლავრი ჰესი ჩინელი სპეციალისტების მიერ. მათმა კულტურულმა დამოკიდებულებამ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებთან შესაძლებელი გახადა ჰესის მშენებლობა. ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის მკაფიო მაშინ, როდესაც მათ იცოდნენ, რომ იქ ნებისმიერი ძალისმიერი მეთოდებით მშენებლობის დაწყება გამოიწვევდა მსგავს კონფლიქტს. მეორე წელიწადია თავად ამ ხელისუფლებას შეჩერებული ჰქონდა იქ ჰესის მშენებლობა. დაუშვებელი იყო იქ სპეცრაზმის შეყვანა. გუშინდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ ეს ხეობა არ შეეგუება ჰესის მშენებლობას. დიახ, პროვოკაციას აწყობ შენ, როდესაც იცი, რომ ეს მოხდება და ასობით სპეცრაზმელი შეგყავს ხეობაში, ძალდატანებით ჰესის მშენებლობის დასაწყებად,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა