ნიკა მელია - უკრაინის არჩევნები იყო საარჩევნო უბნებთან რევოლუცია და ოლიგარქისთვის ნათქვამი უარი - დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, იგივე მოხდება საქართველოშიც

უკრაინაში გუშინდელი არჩევნები იყო საარჩევნო უბნებთან რევოლუცია და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, იგივე მოხდება საქართველოშიც, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ოლიგარქის დამარცხება ძალას შემატებს ქართული ოპოზიციური ძალების ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ.

ამასთან, მელია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას შეძლებს.

„უკრაინაში გუშინ საარჩევნო ურნებთან მოხდა რევოლუცია. ეს იყო არა მხოლოდ ერთი ცალკე აღებული ოლიგარქისთვის ნათქვამი უარი, არამედ ეს იყო უარი ყველა იმ ოლიგარქისთვის, რომელიც უკრაინაშია და მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში გუშინ განვითარებული მოვლენები, ანუ ოლიგარქატის დამარცხება, მხოლოდ ძალას შემატებს ქართული ოპოზიციური ძალების ბრძოლას ქართული ოლიგარქატის წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა უკრაინაში დაბრუნების საშუალება, რადგან ის ქვეყნიდან უკანონოდ იყო გამოძევებული. ის, რაც გუშინ უკრაინაში მოხდა, ნიშანდობლივია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვალსაზრისით - დამარცხდა ოლიგარქი, რომელიც გაცილებით უფრო მდიდარია, ვიდრე ივანიშვილი. მან ვერ შეინარჩუნა ხელისუფლება. რატომ? იმიტომ, რომ მას არაფერი უკეთებია წლების განმავლობაში, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი არაფერს აკეთებს. გუშინდელი არჩევნები იყო უკრაინაის რეფერენდუმი, ეს იყო საარჩევნო უბნებთან რევოლუცია და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, იგივე მოხდება საქართველოშიც, ხალხი უარს ეტყვის ბიძინა ივანიშვილს, ჩხარტიშვილს, გომელაურებს და გახარიას,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს