ანრი ოხანაშვილი - ტყუილია ინფორმაცია, თითქოს პანკისში სპეცრაზმი წინასწარ იყო მობილიზებული

დაუშვებელია ზემოქმედება და ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას იცავენ. ეს არის კანონდარღვევა, რასაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ტყუილია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პანკისში სპეცრაზმი წინასწარ იყო მობილიზებული.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, შესაძლოა გარკვეული პირები, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, პანკისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას განზრახ ცდილობენ.

"სპეცრაზმის შეყვანა მოხდა უკიდურესად დაძაბული სიტუაციის შექმნის შემდგომ. ტყუილია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს სპეცრაზმი წინასწარ იყო მობილიზებული. დაახლოებით 35 ადგილობრივი პოლიციელი იყო მობილიზებული მხოლოდ და ჩვენ ყველამ ვიხილეთ, როგორი შეტევა განხორციელდა მათ მიმართ. ჩვენ პირდაპირ ვიხილეთ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები. წინასწარ არ მინდა კონკრეტული ქმედებები შევაფასო, როგორც დანაშაული, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ადამიანებზე, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას, დაუშვებელია მათზე ზემოქმედება და ძალადობა. ეს არის კანონდარღვევა და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

ფაქტია, რომ არსებობს ჯგუფი თუ გარკვეული ადამიანები, რომლებიც არასწორად არიან ინფორმირებულნი. ეს შესაძლოა კონკრეტული პირების მიერ მათი განზრახ შეცდომაში შეყვანა იყოს, თუმცა გამოიკვეთა, რომ საჭიროა პირდაპირი კომუნიკაციის კიდევ უფრო გაძლიერება და გაუმჯობესება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს