სალომე სამადაშვილი ირაკლი სესიაშვილს - ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ, აქ გასართობად არ ვართ შეკრებილი

ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ, აქ გასართობად არ ვართ შეკრებილი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ანგარიშს მოუსმინეს და სხდომის დახურვაზე მსჯელობენ.

სალომე სამადაშვილმა სესიაშვილს მიმართა, რომ კომიტეტების სხდომა ღია უნდა იყოს, რადგან მას აქვს კითხვები, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც მედიამ, ასევე საზოგადოებამ მოისმინოს.

„ბატონო ირაკლი, ჩემთვის ძალიან უცნაურია ის ტონი, რომლითაც დაიწყეთ დღევანდელი სხდომა. გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან სერიოზული კრიზისი იხილა, დღეს ჩვენ აქ გასართობად არ ვართ შეკრებილი და ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ და ჩვენ თუ გვაქვს რაიმე მოსაზრებები, რომ ამ სხდომის ნაწილი საჯარო უნდა იყოს, ალბათ, გვაქვს მოტივაციაც ამისთვის და არ არის საჭირო კოლეგებთან ასეთი ტონით საუბარი. ჩემთვის და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც საინტერესოა საჯაროდ მოვისმინოთ პასუხი ისეთ შეკითხვაზე, მაგალითად, როგორიც მე მაქვს ბატონ წარმომადგენელთან. ეხმარება თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ის პიარკამპანია, რაც დღეს წარმოებს პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, როდესაც მათ აკავშირებენ ისლამურ - ფუნდამენტალისტურ მოძრაობასთან თქვენი ხელისუფლების სხვადასხვა პროპაგანდისტული საშუალებები. მნიშვნელოვანია ამაზე პასუხი მოისმინოს მედიის წარმომადგენლებმაც, რომლებიც სამწუხაროდ, ამ სამარცხვინო კამპანიას აწარმოებენ დღეს, როდესაც უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას სახელმწიფო“, - განაცხადა სამადაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა