სალომე სამადაშვილი სოფო კილაძეს - თქვენ თქვენი განცხადებებით, დღეს ფსკერზე დახვედით

თქვენ თქვენი განცხადებებით, დღეს ფსკერზე დახვედით, - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელ სოფო კილაძეს.

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ყოველწლიური ანგარიში მოისმინეს, სალომე სამადაშვილის გაღიზიანება პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე სოფიო კილაძის შეფასებას მოჰყვა.

უფრო კონკრეტულად, კილაძემ პანკისის ინციდენტისას, პოლიტიკური ოპოზიცია ერთიანობაში საფრთხის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობას.

სამადაშვილმა კილაძის ამ შეფასებას „ფსკერი“ უწოდა. ამასთან, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ლილუაშვილს მომხდარზე განმარტებების გაკეთება მოსთხოვა და როგორც აღნიშნა, გუშინ იყო დღე, რაც რუსეთის საქმეებს საქართველოში აადვილებს.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ამ წუთებში დახურულ ფორმატში გრძელდება.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა