სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის ახალ პრეზიდენტად არჩევას. უკრაინელ ხალხს ვულოცავ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. მოუთმენლად ველოდები ახალ პრეზიდენტთან მუშაობას და ჩენი ორმხრივი ურთიერთობების გაღმავებას“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი 73.09%-ით ლიდერობს. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.57% აქვს. აღნიშნულ შედეგებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს