გიორგი მიქაუტაძე „ევროპული საქართველოს“ დადგენილებაზე - მცდელობაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მოხდეს ჩარევა

მცდელობაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მოხდეს ჩარევა, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი „ევროპული საქართველოს“ დადგენილებას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს.

გიორგი მიქაუტაძე ოპოზიციური პარტიის ამ მოთხოვნას არარეალურს და უსაფუძვლოს უწოდებს.

„ეს არის კიდე ერთი მცდელობა იმისა, რომ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა, დეტალებში ეს ტერმინები არ ესმოდეთ. წარმოუდგენელი რაღაც არის რომ ერთ გადაწყვეტილებას ადამიანმა დაუჭიროს მხარი, ან უარი თქვას გადაწყვეტილების მხარდაჭერაზე და ამის გამო დადგეს საკითხი მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად, თუ არაჯეროვნად შესრულებაზე. ეს არის, ისევ და ისევ, პოლიტიკური საკითხი, იმ ხაზის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ. ეს არის, მცდელობა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მოხდეს ჩარევა და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღებოდეს არა იუსტიციის საბჭოს მიერ დამოუკიდებლად, არამედ სწორედ, იმ გარე მითითებების საფუძვეზე, რისი მცდელობაც ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს. მე, ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მისაღები მისთვის აღნიშნული სამი არამოსამართლე წევრის საქმიანობა და ზოგადად აქტიურობა, მიქაუტაძე განმარტავს, რომ ყველა მათგანი საკმარისად აქტიურია, რაცას „არავინ აფასებს“.

„ბატონი ლევანი, რომელიც ძალიან აქტიურია სამუშაო ჯგუფებში, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორცილების ფარგლებში, აქვს ძალიან ბევრი აქტივობა და მე არ მახსენდება წევრი, რომელსაც იმდენივე ინიციატივა ჰქონოდა, რამდენიც ბატონ ლევან აქვს. ამას ვინმე აფასებს და ასეთ განცხადებებს ამიტომ აკეთებენ?! არა, რა თქმა უნდა. ეს არის მცდელობა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებებზე იყოს პოლიტიკური გავლენა. წევრი, რომელიც არის პარლამენტის არჩეული და რომლიც ანგარიშვალდებულია არა პარლამენტის, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაიტოვონ ეს ანგარიშვალდებულება, რომ „მათი დანიშნული წევრები მათვე აკონტროლონ“, ასე ვიგე მე, ამ მოთხოვნებს უკვე. იმიტომ, რომ ამ ყველაფრის აღქმა სახვანაირად უკვე შეუძლებელია. კონკრეტული გადაწყვეტილების გამო საბჭოს წევრების დევნა მიმდინარეობდეს, რატომ დაუჭირა ვიღაცამ რაღაც გადაწყვეტილებას მხარი, რომელიც არ მოსწონდა ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფს და რატომ შეიკავა თავი მეორე წევრმა ამ გადაწყვეტილების წარმოდგენისას, ეს არის წარმოუდგენელი რამ. ეს არის საბჭოს წევრის საქმიანობაში პიდაპირი ჩარევა“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა