ადვოკატი ლევან ჯიბღაშვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსახიობი გამოძიებასთან ითანამშრომლებს

ლევან ჯიბღაშვილი ავტომობილით მოძრაობდა, ის საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი ავტომობილიდან ნივთიერების ამოღება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

„თუ რა ნივთიერება არის ამოღებული და რამდენად არის ის ნარკოტიკული ნივთიერება, ამასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა მიმდინარეობს. ლევანს ჯერ ბრალი წაყენებული არ აქვს, ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს, მაგრამ მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მოქალაქეობრივი პოზიციით, აქტიურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან და შეეცდება ამ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და საზოგადოებისათვის ყველა კითხვაზე დამაჯერებელი, ადეკვატური პასუხი იყოს გაცემული“, - აცხადებს გიგუაშვილი.

მისი თქმით, ცრუ ინფორმაციაა, თითქოს, დაკავების მომენტში ლევან ჯიბღაშვილი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა.

„ეს არის სრული სისულელე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს ოდნავადაც კი, არ შეესაბამება რეალობას. ლევან ჯიბღაშვილი, როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე და საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნება, მისი შემოწმების პერიოდიდან აქტიურად ეხმარება გამოძიებას არსებული სიტუაციის გარკვევაში, რათა ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს. ვინმეს სახელის ხსენება, ან მსგავსი არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს ყველაფერი ჭორია“, - აცხადებს გიგუაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: "გავრცელდა სხვადასხვა ჭორი" - ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატის პირველი კომენტარი, მსახიობის დაკავების შემდეგ

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის