მუნიციპალური განვითარების ფონდი - წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი ახალი გზა არ დაზიანებულა და გადაადგილება უსაფრთხოა

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ ახალ გზას დამატებითი გამაგრება სჭირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს.

მათი ცნობით, გავრცელებულ ინფორმაციაში მოხსენიებულია თბილისი - წყნეთის საავტომობილო გზის საყრდენი კედელი, რომელიც არ არის წყნეთი-ბეთანიის გზის ნაწილი.

„მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გასული წლის ზაფხულში დაასრულა და მას შემდეგ ამ გზაზე გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა.

გზის რეაბილიტაციის პროექტში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან. გზის სირთულიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად მოხდა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება.

საქართველოში პირველად დაინერგა ევროპული მეთოდი, რომელიც სპეციალური ბადეების დამონტაჟებას გულისხმობს. ეს ბადეები აჩერებს ინერციით მოძრავ ლოდებს. ასევე, დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს შემოსასვლელსა და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და უზრუნველყოფს გზის ავტომატურ ჩაკეტვას.

მშენებლობის პროცესში მოხდა საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება, დადგინდა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელიც გათვლილია 8 ბალის სიმძლავრის სეისმურ ბიძგებსა და ჰიდროლოგიურ წნევებზე.

25 აპრილს 12:00 საათზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მშენებელი კომპანია და პროექტის განხორციელებაში ჩართული გერმანელი სპეციალისტი დაათვალიერებენ წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთს და მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას პროექტით დაინტერესებულ ნებისნმიერ მსურველს“, - აღნიშნულია საქართველოს მუნიციპალური ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა