რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს

რუსმა ოკუპანტებმა 20 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს - ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, 45 წლის გოჩა ფიდიური ქართულ მხარეს რამდენიმე საათის წინ გადასცეს. გათავისუფლებული მამაკაცი ამჟამად გორის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება, რის შემდეგაც მას შინ დააბრუნებენ.

შეგახსენებთ, 45 წლის მამაკაცი, 20 აპრილს ე.წ. მესაზღვრეებმა სოფლის მიმდებარედ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როცა ის პირუტყვს მწყემსავდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა