ანონსი  23 აპრილი

23 აპრილს, 09:30 საათზე, ღვინის ეროვნულ სააგენტოში გაიმართება ღონისძიება, რომელიც ღვინის სექტორში ჩართული 22 წარმატებული ქალბატონის ისტორიას მიეძღვნება.

ღონისძიებას, რომელიც ღვინის ბიზნესში ქალების როლის მნიშვნელობის განსაზღვრას ისახავს მიზნად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში გერმანიის ელჩის მეუღლე მარია კნირში და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნის დირექტორი (GIZ) კარლ ტესტენსენი დაესწრება.

მის: მარშალ გელოვანის 6

საკონტაქტო პირი: თამარ საყვარელიძე 577 424842

23 აპრილს, 10.00 საათიდან, 18.00 საათამდე, სასტუმრო “ბილტმორ თბილისში” წიგნის გამოფენა/გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა და გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი გურჯაანის ბიბლიოთეკას გადაერიცხება.

23 აპრილს, 10:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ჯონ ბრაიკეველდტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მის.: შალვა დადიანის ქ. #2/1

საკონტაქტო პირი: ელენე კერესელიძე, 598251991

23 აპრილს, 10:30 საათზე, „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” მთავარი სეისმოლოგი თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ჰესების მშენებლობები და გაყალბებული ან არარსებული გარემოზე ზემოქმედბის ანგარიში.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

23 აპრილს, 10:30 საათზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საბანკო სექტორი წარმომადგენლებს შეხვდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, საბანკო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სფეროს წარმომადგენლებს კომერციული ბანკების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ რეკომენდაციას წარუდგენს.

მის: სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში (თბილისი; თელავის ქ.20 )

საკონტაქტო პირი: ქეთევან ბოჯგუა -+995 577 171 733

23 აპრილს, 10:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის კონფერენციას: „ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ჯანდაცვის სერვისები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის“.

მის: სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, რუსთაველის გამზირი N13)

23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები მწერალ გიორგი კეკელიძის მიერ დაანონსებულ აქციას - „აჩუქე წიგნი“ შეუერთდებიან. 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯარისკაცები მწერალ გიორგი კეკელიძესთან ერთად, მოქალაქეებს წიგნებით დაასაჩუქრებენ; 12:00 საათზე კი, სამხედროები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლებენ.

საკონტაქტო პირი: ნინო ყულოშვილი 599742241

23 აპრილს, 11:00 საათზე, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები, ჰესის მშენებლობა და გამოუსწოროებელი შეცდომები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

23 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოში, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი პალასი", თელავის ქ. N20

საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშილი - 558240770

23 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ჩიქოვანი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ჰესების მშენებლობის საკითხი და სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის პროტესტი. პანკისში განვითარებული მოვლენები; ხელისუფლების ენერგოპოლიტიკა - უნდა აშენდეს, თუ არა ჰესები? არსებობს, თუ არა წყლის რესურსებთან დაკავშირებული საფრთხე?

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო პირი: 593 53 45 24

23 აპრილს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა), ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ახალი კვლევა საქართველოს საწვავის ბაზრის შესახებ.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო პირი: 593 53 45 24

23 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია", საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო კონფერენციას "მომავლის ბანკინგი" გახსნის.

23 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

მის: რუსთაველის 8, საქართველოს პარლამენტი, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

23 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: რუსთაველის 8, საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

23 აპრილს, 12:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ბრიფინგს გამართავს.

ირაკლი პეტრიაშილი წარმოადგენს პროფკავშირების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი, შრომის უსაფრთხოების დარღვევების ფაქტების ამსახველ ინფორმაციას და ფოტო მასალას.

23 აპრილს, 13:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: რუსთავალის 8, საქართველოს პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)

23 აპრილს, 13:00 საათზე, პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

მის: ათონელის 23 (მედიასაშუალებების აკრედიტაცია აუცლებელია.)

23 აპრილს, 14:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: რუსთაველის 8, საქართველოს პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

23 აპრილს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: რუსთაველის 8, საქართველოს პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

23 აპრილს, 15:00 საათზე, „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები.

23 აპრილს, 15:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში, Impact Hub Tbilisi უმასპინძლებს GIST-ის რეგიონული სტარტაპ ტრენინგის ფინალს. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და Pain Care Labs-ის დამფუძნებელი ემი ბექსტერი.

საკონტაქტო: სალომე არშბა 599 71 21 31

23 აპრილს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიებათა ციკლი "ივანეს მეგობრები" დაიწყება. ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს ეძღვნება. ღონისძიებათა ციკლს ცნობილი დეკორატორი, ხელოვნების დამსახურებული მუშაკი, მიხეილ მამულაშვილი გახსნის.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, უნივერსიტეტის მუზეუმი.

23 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: რუსთაველის 8, საქართველოს პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N422 (C კორპუსი, IV სართული)

23 აპრილს, 17.00 საათზე, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემაა საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში არსებული რუსული საფრთხე, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ რეალური გახდა.

მის: მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შიდა ეზო, რუსთაველის გამზ. 6

23 აპრილს, 17:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: რუსთაველის 8, საქართველოს პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

23 აპრილს 18:30 საათზე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიხსნება იოსებ გრიშაშვილის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებათა ციკლი.

ციკლის ფარგლებში 23-25 აპრილს იოსებ გრიშაშვილის ფონდში დაცული იშვიათი და უნიკალური წიგნების გამოფენა გაიმართება.

მის: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

საკონტაქტო პირი: 595 593 293

23 აპრილს, 19.00 საათზე, Yeard gallery-ში საქველმოქმედო გამოფენა გაიხსნება.

მის: უზნაძის ქ.13

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა