თავდაცვის ძალების ყველა ბრიგადა ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა სენაკში, II ქვეით ბრიგადაში დაათვალიერა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახლად გარემონტებული სპორტული კომპლექსი დაათავლიერა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით. მას ერთდროულად 50 სამხედრო მოსამსახურის მიღება შეუძლია.

ლევან იზორიამ ბაზაზე არსებული კალათბურთის დარბაზი და საცურაო აუზიც დაათვალიერა, სადაც თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, სამხედრო მოსამსახურეების შვილები უფასოდ ვარჯიშობენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედრო ბაზებზე არსებულ სპორტულ დარბაზებში თავდაცვის უწყების თანამშრომლების ბავშვებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში წრეები ფუნქციონირებს, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მიიღონ სპორტული გამოცდილება და გაიუმჯობესონ ფიზიკური კონდიციები.

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, 2019 წელს თანამედროვე სპორტული დარბაზები უკვე გაიხსნა ქუთაისის III ქვეითი და ხონის VI საარტილერიო ბრიგადების, ასევე გორში I ქვეითი ბრიგადის და ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზებზე. სპორტული კომპლექსები ასევე, გაიხსნა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში და სპეციალური ოპერაციების ძალებში. სპორტული კომპლექსები აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ინვენტარით.

სამხედრო მოსამსახურეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვედანაყოფებში სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ვიდე: თავდაცვის ძალების ყველა ბრიგადა ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა