„თავისუფალი საქართველო“ - მიწა უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს

„თავისუფალი საქართველო“ პარლამენტს წინადადებით მიმართავს, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მთავრობამ ინვესტორს მიწის საკუთრებაზე თანხმობა მისცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიწას გამოიყენებს არა მოსავლის მოსაყვანად, არამედ - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებისთვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, ამავდროულად, ინვესტორმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქე იქნება.

„როგორც ცნობილია, მმართველმა პარტიამ (მომხსენებელი - ოთარ დანელია) პარლამენტში განსახილველად შემოიტანა კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, რომლის მიხედვითაც დგინდება მიწის უცხოელებზე გაყიდვის ახალი წესი. კონკრეტულად, უცხოელ მოქალაქეს, აგრეთე კომპანიას, რომელშიც 50%-ზე მეტი ეკუთვნის უცხოელ მოქალაქეს - კვლავინდებურად შეუძლია საქართველოში იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე. სხვაობა ადრე მოქმედ კანონმდებლობასთან უმნიშვნელოა: ადრე უცხოელებზე მიწების პრივატიზებას ახდენდა ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო ამჟამად ასეთი თანხმობის გაცემის უფლება აქვს პრემიერ-მინისტრს.

რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში გამართული დისკუსიების დროს მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ მიწა უცხოელებზე გაიყიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას საინვესტიციო ფუნქცია და მნიშვნელობა ექნება. ამასთან, დანელიამ არ დააზუსტა ინვესტიციები უნდა ჩაიდოს მიწის სამუშაოებში თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოებში.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის საჯარო განხილვების დროს საქართველოს მოსახლეობისათვის ხელისუფლების მიერ გაცემულ დაპირებას, რომ შეწყდებოდა მიწის უცხოელებზე გაყიდვის პრაქტიკა“, - აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

კანონპროექტი და ალტერნატიული წინადადება პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე დღეს, 17:00 საათზე განიხილება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს