გიორგი ტუღუში - უნდა გაანალიზდეს, რამდენად იყო პროპორციული ის ძალა, რომელიც პოლიციელებმა პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს

უნდა გაანალიზდეს, რამდენად იყო ის ძალა პროპორციული, რომელიც პოლიციელებმა პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ტუღუშმა პანკისის ხეობაში 21 აპრილის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პანკისის ხეობასთან მიმართებაში სიფრთხილეა გამოსაჩენი.

„პირველ რიგში გამოჩნდა, რომ იყო საკმაოდ მოუმზადებელი და გაუაზრებელი ნაბიჯები, რაც იქ გადაიდგა. ვიცით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი და ვიცით, რომ განსაკუთრებული სიფრთხილეა გამოსაჩენი, როცა საკითხი პანკისს ეხება. დეტალურად არის შესასწავლი პოლიციის ქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანდა არაერთი პოლიციელი, ასევე უნდა გაანალიზდეს რამდენად იყო ის ძალა პროპორციული, რომელიც პოლიციელებმა გამოიყენეს“, - განაცხადა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს