ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - მოსახლეობას ვაფრთხილებ, გახშირებულია პერსონალური მონაცემების მოპარვის ფაქტები, განსაკუთრებით სოციალური მედიის საშუალებით

ბოლო დროს პერსონალური მონაცემების მოპარვის ფაქტები გახშირებულია, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ. მან მოსახლეობას მოუწოდა, აღნიშნული კუთხით სიფრთხილე გამოიჩინონ და არ განათავსოს პირადი ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში.

„მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით რისკები საკმაოდ გაზრდილია. ბოლო დროს გახშირებულია პერსონალური მონაცემების მოპარვის ფაქტები, განსაკუთრებით სოციალური მედიის საშუალებით. მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, თქვენ ხართ პირველი თავდაცვის მექანიზმი საკუთარი ინფორმაციის დაცვისთვის და გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, როცა შეგყავთ თქვენი პირადი მონაცემები სხვადასხვა ვებგვერდზე. რაც შეეხება მემორანდუმს, დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ამ მიმართულებით. ეს მოიცავს მთლიანად საფინანსო სექტორის შესაბამისობაში მოყვანას პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან. ამ კუთხით დიდი ხარვეზები არ გვაქვს საბანკო სექტორში, თუმცა, მემორანდუმი კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს ამ კანონთან შესაბამისობას საბანკო და საფინანსო სექტორს", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს