რომან გოცირიძე - საპენსიო ფონდი არ უნდა გადაიქცეს ბიუროკრატიულ დაწესებულებად, მილიონები არ უნდა ხარჯონ ოფისებსა და ფუფუნებაში

საპენსიო ფონდი არ უნდა გადაიქცეს ბიუროკრატიულ დაწესებულებად, მილიონები არ უნდა ხარჯონ ოფისებსა და ფუფუნებაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის საკომიტეტო მოსმენასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში არ არსებობს საპენსიო რეფორმის შედეგად მოგროვებული ფულის განთავსების რეალური ბაზა.

„დღევანდელ ვითარებაში მთავარი ამოცანა არის ის, რომ აკუმულირებული თანხები არ გაიფლანგოს, იგი იყოს სწორად განთავსებული და საზოგადოებამ მაქსიმალური ზედამხედველობა მოახდინოს ამ ფონდზე, რათა მომავალში დაგროვილ ფულს რისკები არ დაემუქროს. მთავარი პრობლემაა ის, რომ ამ ფულის განთავსების რეალური ბაზა საქართველოში არ არსებობს. ეს ფული ან უნდა წაიღოს ბიუჯეტმა და გაფლანგოს, ან ეს ფული უნდა ასესხონ ბანკებს. არის ან ბანკები, ან ბიუჯეტი და ფაქტობრივად გამოდის, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონცენტრირებული იქნებიან ერთი მიმართულებით. ამ ეტაპზე არის თანხების ზრდისა და მისი შენახვის პირველი რიგის ამოცანა. ეს ფონდი არ უნდა გადაიქცეს ბიუროკრატიულ დაწესებულებად, მილიონები არ უნდა ხარჯონ ოფისებსა და ფუფუნებაში,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ წუთებში საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა