საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭო ერთ თვეში ან თვენახევარში ამოქმედდება

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის განცხადებით, საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭო ერთ თვეში ან თვენახევარში ამოქმედდება.

„გამოცხადებულია ვაკანსიები. განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 25 აპრილი. მაღალია აქტივობა. მიღებულია ძალიან მაღალი დონის განაცხადებები. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი არჩევანი გვექნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან სურგულაძემ.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ჩამოყალიბდეს რისკის კონტროლის სტრუქტურა, რომელიც საინვესტიციო საქმიანობას გააკონტროლებს

დაგროვებით საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან 100 დღე შესრულდა. სწორედ ამ თემაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორს უსმენენ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში გაწევრიანებულია 750 000 ადამიანზე მეტი. მისივე თქმით, გუშინდელი მონაცემებით, საპენსიო შენატანების მოცულობა 175 მილიონი ლარია.

„სისტემიდან გასვლაზე მომართვიანობა არც ისე მაღალია - სისტემიდან ამ ეტაპზე 2 900 ადამიანი გავიდა. ეს 750 000 ადამიანიდან 0.4%-ია“, - აღნიშნა სურგულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა