დავით სერგეენკოს განცხადებით, სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მან კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადა.

„ზოგადად, მთელ მსოფლიოში ტყვიასთან მიმართებით ქვეყნები ორ ნაწილად იყოფა. ქვეყნები, რომლებიც ამ პრობლემის არსებობას აღიარებენ და საკითხის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ და ქვეყნები, რომლებიც ამ პრობლემის არსებობას არ აღიარებენ და აგრძელებენ ისე, როგორც იყვნენ. საქართველო ცალსახად მიეკუთვნება პირველ ჯგუფს, რომლის პრიორიტეტიცაა ეს მიმართულება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, ეკოლოგიური თვალსაზრისით, მთავარი ამოცანა ძველი მემკვიდრეობისგან გათავისუფლებაა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მწვანე პოლიტიკა ანუ ეკოლოგიაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი გადასაჭრელი ამოცანა, ხაზს ვუსვამ, საუბარია ეკოლოგიასა და გარემოზე და არა პოლიტიკაზე, ძველი მემკვიდრეობის მძიმე ტვირთისგან გათავისუფლებაა. კონკრეტულად ტყვიასთან მიმართებით აბსოლუტურად პრაგმატული რამ იგულისხმება. თუკი ჰაერში, წყალში, სხვადასხვა ზედაპირზე, ტყვიის არსებობის ხანგრძლივობა არ არის მაინცდამაინც დიდი, ნიადაგში ის შეიძლება ათეულობით წლები დარჩეს. ტყვიასთან მიმართებით ძველი მემკვიდრეობა ამ შემთხვევაში ნიადაგია,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე