მოკლული გევორქ სარქისიანის და სასამართლოს განაჩენზე - სამართალმა იზეიმა

სამართალმა იზეიმა და ჩემი ძმის სულმაც დაისვენა, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან" 22 წლის გევორქ სარქისიანის და, მარია სარქისიანი მისი ძმის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.

როგორც მარია სარქისიანი აცხადებს, მისი ძმა ე.წ. უბნის მაყურებლებმა წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო მოკლეს.

„სასამართლომ ერთ ბრალდებულს 17 წელი მიუსაჯა, ორს კი, 15-15 წლით პატიმრობა. ჩვენი სისხლის სამართლის კანონის თანახმად, სამართლიანი გადაწყვეტილებაა, თუმცა, ჩემს გულს და სულს სამუდამო უნდოდა.

ერთ-ერთი მკვლელი, ვინც ორგანიზება გაუწია ამ ყველაფერს, ძებნაშია.

ჩხუბი იმ დღეს არ მომხდარა, როცა ჩემი ძმა მოკლეს. 4 თვით ადრე, სიტყვიერი, ქუჩური გარჩევა მოხდა. ჩემმა ძმამ მამაჩემი დაიცვა და რამდენიმე თვეში ეს ამბავი მოხდა. მათ გულში ჩაიდეს წყენა, ჩვენი უბნის "ძველი ბიჭები",ე.წ. მაყურებლები იყვნენ, არ აპატიეს ჩემს ძმას, რომ სწორი აღმოჩნდა და უბანში გაამართლეს. ამის გამო, მოვიდნენ და 4 თვის შემდეგ, ჩვენი საცხოვრებელი სახლის კარის მოპირდაპირე მხარეს მოკლეს", - განაცხადა სარქისიანმა.

ცნობისთვის, 22 წლის გევორქ სარქისიანი 2018 წლის 12 ივლისს, ავლაბარში მოკლეს. სარქისიანს სამივე მსჯავრდებულმა დანებით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად გევორქ სარქისიანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულები - ე.მ., ს.მ. და რ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებულები რ.დ., გ.კ. და უ.მ. - სსკ-ის 375-ე მუხლით.

ს.მ.-სა და რ.კ.-ს 15-15 წლით, ე.მ.-ს კი, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის საერთაშორისო ძებნაში იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა