სამხედროებმა ვახტანგ გზირიშვილი და მისი თანამებრძოლები გაიხსენეს

სამხედროებმა ვახტანგ გზირიშვილი და მისი თანამებრძოლები გაიხსენეს

აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს დღეს 31 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრისა და მისი თანამებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში მამა იოსებმა გადაიხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნოებს, რელიგიურ ღვთისმსახურებას აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი, ვახტანგ გზირიშვილის ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლები, 173-ე საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. მოგვიანებით კი, ბავშვებმა ეკლესიის ეზოში კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.