თბილისის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ტესტენსენმა მოაწერეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობას ისახავს მიზნად. კერძოდ, კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ არსებულ ტურისტულ მარშრუტზე დამატებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც საპიკნიკე და დასასვენებელი ადგილების, ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფების, სპეციალური საკემპინგე ადგილისა და გადასახედი პლატფორმის მოწყობას გულისხმობს.

„GIZ-თან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რამდენიმე თვეში, ახალ სიცოცხლეს შეიძენს ის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან აკავშირებს. ამ ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა საგანმანათლებლო ბილიკები და ასევე, ტყის ბუნებრივი აღდგენის ღონისძიებები გატარდება, რაც 20 ჰექტრამდე სატყეო ფართობს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ამით, როგორც ტურისტებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა უნიკალური საშუალება, იმ საფეხმავლო ბილიკებიდან გადაშლილი პანორამით დატკბნენ, რომელიც კუს ტბასა და მთაწმინდას ერთმანეთთან აკავშირებს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

კარლ ტესტენსენის განცხადებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება თბილისის ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად ათვისებას შეუწყობს ხელს.

„ვფიქრობ, რომ დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ამ ულამაზესი ქალაქის გარშემო არსებული ბუნებრივი გარემო უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ყველასთვის კარგად ცნობილია თბილისის ტურისტული პოტენციალი და ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, ქალაქის გარშემო არსებული ტყე, მისი ბუნებრივი გარემო უფრო მეტად გაუმჯობესდება და მას უფრო მიმზიდველად ვაქცევთ, როგორც თბილისის მცხოვრებლებისთვის, ასევე მისი სტუმრებისთვის“, - აღნიშნა GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ტესტენსენმა.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე, ტყის ბუნებრივი განახლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას ისახავს მიზნად, რაც მწვანე ნარგავების მართვის გეგმით რეკომენდებული ფართობების შემოღობვას, ნიადაგის დამუშავებას, ზეხმელი ხეების ჭრასა და ტერიტორიის გაწმენდას მოიცავს. ზემოაღნიშნული სამუშაოები 20-25 ჰექტარ ტერიტორიაზე ჩატარდება.

გარდა ამისა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ქართველი და უცხოელი ექსპერტები მერიის თანამშრომლებს ტყის აღდგენა-განახლებასა და მართვასთან დაკავშირებით, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო