ფინანსთა მინისტრი - ჩვენ  ვგრძნობთ კონტრაბანდულ ზეწოლას, განსაკუთრებით სიგარეტთან დაკავშირებით

ჩვენ ვგრძნობთ კონტრაბანდულ ზეწოლას, განსაკუთრებით სიგარეტთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა დეპუტატ ნინო წილოსანის მიერ დასმულ შეკითხვას, როგორი მდგომარებაა სიგარეტის კონტრაბანდის მხრივ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საბაჟოზე კონტროლი გაძლიერებულია, თუმცა ამ მხრივ პრობლემურია კონფლიქტისპირა რეგიონები.

„განსაკუთრებული პრობლემა არის ინდენტიფიცირებული კონფლიქტისპირა, მოსაზღვრე რეგიონებში. საბაჟოებზე კონტროლი გაძლიერებულია, თუმცა მთიდან, მდინარეებიდან, ტყე-ღრეში გადმოდიან. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ასევე სხვა სპეცსამსახურები კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რომ ეს მიმართულებები მაქსიმალურად გაკონტროლდეს. მე მგონი, ბოლო თვეში შეინიშნება გაუმჯობესება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა