„აწარმოე საქართველოში“ - სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, კიდევ ერთი სასტუმრო „შუხმან როიალ ისთეით“ გაფართოვდება

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, კიდევ ერთი სასტუმრო „შუხმან როიალ ისთეით“ გაფართოვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, 48- ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო, 2019 წლის ზაფხულში, თელავის რაიონ სოფელ კისისხევში გაიხსნება.

„ფართოპანორამული ნომრები ორ საძინებელსა და ერთ მისაღებ ოთახებს მოიცავს. აღნიშნული სასტუმრო რეგიონში გამორჩეული იქნება სარეაბილიტაციო ცენტრით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იქნება განკუთვნილი და მაღალკვალიფიციური პერსონალი დამსვენებლებს სპეციალური ვარჯიშებით მოემსახურება.

„შუხმან რიალ ისთეით “-ის დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ მინი-გოლფის მოედანზე დაეუფლონ შოტლანდიურ სპორტის სახეობას, მონაწილეობა მიიღონ რთველში, ღვინის დაწურვის, ჭაჭის გამოხდისა და გასტრონომიულ მასტერკლასებში. სასტუმრო, ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით სათავგადასავლო ტურების მოწყობას, ტრანსფერის ორგანიზებასა და სერვისს გიდის თანხლებით. სასტუმროში განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზები, ჩოგბურთის კორტები, ღია და დახურული აუზები, რესტორანი და ღია ბარი, სადაც საკვები მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტით დამზადდება,“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 500 000 ლარს შეადგენს და თავდაპირველად 15 ადამიანი დასაქმდება. დღესდღეობით ,,შუხმან ვაინს ჯორჯიას“ ბალანსზე 20 ნომრიანი სასტუმროა, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს.

სახელმწიფო პროგრამის ,, უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, დღეის მონაცემებით, მხარდაჭერილია 82 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 232 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს. აღნიშნული სასტუმროები 2500-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2400-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა