პარლამენტის განათლების კომიტეტი სხდომაზე ია კერზაიას შვილს ბაჩანა შენგელიას მოიწვევს და თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნაზე იმსჯელებს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უახლოეს სხდომაზე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილს ბაჩანა შენგელიას მოიწვევენ. ამავე სხდომაზე "ევროპული საქართველოს" მოთხოვნით, კომიტეტი ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნაზე იმსჯელებს.

"ევროპულმა საქართველომ" განათლების კომიტეტზე დავაყენეთ საკითხი, რომ ია კერზაიას საქმის შესწავლა გავაგრძელოთ და მოვითხოვეთ, რომ ამ სხდომაზე მოსულიყო პროკურატურის წარმომადგენელი. ჩვენ დღეს მარიამ ჯაშისგან მივიღეთ წერილი, რომ მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია პროკურორის მოსვლა, რადგან გამოძიება გრძელდება, მაგრამ ის, რომ ყველა გახმაურებულ საქმეზე გამოძიება გრძელდება, ყველამ კარგად ვიცით. ამასობაში, ყველა ვადა, რომელიც პარლამენტარებმა პროკურატურას განუსაზღვრეს, უკვე ამოიწურა. ამიტომ ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ უახლოეს სხდომაზე მოვიწვევთ ბაჩანა შენგელიას, მოვუსმენთ მას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, შეიქმნას თუ არა თემატური მოკვლევის ჯგუფი ია კერზაიას საქმეზე. თუ უმრავლესობის წევრები გადაწყვეტენ, რომ არ ღირს ამ საქმის შესწავლა, ეს მათ სინდისზე იქნება, პოლიტიკურზეც და ადამიანურზეც,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა