ნინო ბურჯანაძე თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შეხვედრებს აგრძელებს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ელჩებთან.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, ამჯერად, პარტიის ლიდერი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ თურქეთის ელჩთან შეხვედრა ისეთივე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, როგორც სხვა ელჩებთან.

„ქალბატონ ელჩთან საუბრის ძირითადი ნაწილი ეხებოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მე მას გავაცანი ჩემი და ჩემი გუნდის სამომავლო გეგმები, დავაკონკრეტე რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ იბრძოლებს ხელისუფლებაში მოვიდეს იმისთვის, რომ მოაგვაროს ყველა ის ეკონომიკური სოციალური პრობლემა, რაც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ასევე ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი და როგორ გავაღრმავებთ სტრატეგიულ მეზობელ ქვეყნებთან, მათშორის თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობას. ასევე ქალბატონ ელჩთან საუბარში ყურადღება გავამახვილე არაჯანსაღ საარჩევნო სისტემაზე, რაზეც ელჩმა განაცხადა, რომ ის დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ხარისხის ამაღლება საქართველოში და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს