ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
მოსამართლე რომან ხორავას თქმით, დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით, რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.