ესპანეთის პროკურატურამ ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით რუსეთს ოფიციალურად მიმართა

ესპანეთის პროკურატურამ რუსეთს ოფიციალურად მიმართა, ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით.

ოფიციალურ დოკუმენტში ესპანეთის პროკურატურა აღნიშნავს, რომ „კანონიერ ქურდს“ ტარიელ ონიანს ბრალად ედება ფულის გათეთრება ესპანეთის ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ესპანეთის პროკურატურა ტარიელ ონიანისთვის 8-წლიან პატიმრობასა და 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პროკურატურამ ტარიელ ონიანის დაკავების ორდერი ჯერ კიდევ 2005 წელს გამოსცა ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში. მაშინ ესპანელმა სამართალდამცველებმა 30-მდე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, თუმცა ტარიელ ონიანმა მაშინ ესპანეთიდან გაქცევა მოახერხა.

ესპანეთის პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ითანამშრომლებს მათთან ტარიელ ონიანის საქმეზე.

იხილეთ ვიდეო: ესპანეთის პროკურატურამ ე.წ. კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით რუსეთს ოფიციალურად მიმართა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა