ეკა ბესელია - პირველ რიგში, ეთიკის ნორმები უნდა დაიცვას პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ყველაზე ხშირად არღვევს ეთიკას

პირველ რიგში, ეთიკის ნორმები უნდა დაიცვას პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ყველაზე ხშირად არღვევს ეთიკას, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუკი შეიქმნება არაეთიკური ქცევისთვის დასჯის პრეცედენტი, ეთიკის საბჭოს აზრი ექნება.

„დამოუკიდებელ დეპუტატთა რაოდენობა დღეს არის ათი. ამიტომ, მათ კვოტა ეკუთვნით არა ერთი, არამედ ორი. დეპუტატები სახელობითად ამის შემდეგ განისაზღვრება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ პარლამენტში ეთიკური სტანდარტები დამკვიდრდეს. პირველ რიგში, ეთიკის ნორმები უნდა დაიცვას პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ყველაზე ხშირად არღვევს ხოლმე ეთიკას. პირდაპირ ჩაიწერა ახალ ცვლილებებში, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართავს სხდომებს. მე მგონია, რომ არაეთიკური ქმედებების დასჯის და რეაგირების პრეცედენტი თუ შეიქმნება, აზრი ექნება ეთიკის საბჭოს," - აღნიშნა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა