გია ვოლსკი - აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ ის წუხს, რადგან უმრავლესობის და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია არ დაემთხვა ერთმანეთს - ეს ჩვეულებრივი ამბავია

ჩვენც ვწუხვართ იმაზე, რომ ჩვენი და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია არ დაემთხვა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის განცხადებას კანონპროექტზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნას შეეხება.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა იმის საფუძველი, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.

„ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ის წუხს იმაზე, რომ უმრავლესობის და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია არ დაემთხვა ერთმანეთს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენც ვწუხვართ, თუმცა მთელი რიგი ჩამონათვალია იმ საკითხების, რაც დაემთხვა. არის ერთი საკითხი, რაშიც ვერ დავემთხვიეთ ერთმანეთს, როდესაც საუბარია არჩევნები ჩატარდეს დახურული თუ ღია კენჭისყრით. ვფიქრობთ, დახურული კენჭისყრით უნდა ჩატარდეს იმის გამო, რომ ზეწოლის ყველანაირი შანსი გამოირიცხოს. მე ვფიქრობ, ამ თარგმანით გარკვეული სპეკულაცია მიმდინარეობს პოლიტიკურ წრეებში. მე არამგონია, რომ თარგმანში დაკარგვაა აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა გარკვეული სპეკულაცია განახორციელონ ამასთან მიმართებაში. რეალობაა ის, რომ მთელი რიგი ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონპროექტში და რომელიც ამ კანონს აქცევს საერთაშორისო სტანდარტის მაღალი დონის დოკუმენტად. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმ საკითხში ბოლომდე ჩაღრმავება, რომელზეც ვერ მოხერხდა ჩვენი და ვენეციის კომისიის პოზიციების დამთხვევა. ვენეციის კომისია ყოველთვის გვთხოვდა, რომ სასამართლო სისტემაში კენჭისყრა ყოველთვის დახურულად ჩატარებულიყო, რათა არ ჰქონოდა ზეწოლას ადგილი. გაგრძელდება პროცესი და ყველა იხილავს, რომ შედეგი იქნება პოზიტიური", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა