თბილისის მერია 10 ცალი ჭოგრიტის შესაძენად დაახლოებით 14 ათას ლარს გადაიხდის

თბილისის მერია 10 ცალი ჭოგრიტის შესაძენად დაახლოებით 14 ათას ლარს გადაიხდის. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაგრატიონმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბაგრატიონმა აღნიშნა, ჭოგრიტების შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

„დაახლოებით, 10 ჭოგრიტის შესყიდვა გვაქვს მოთხოვნილი. ტენდერი ჯერ დასრულებული არ არის. შესყიდვისთვის გათვალისწინებულია 14 ათასი ლარი, თუმცა, ზუსტ თანხას, რა ფასში მოხდება ჭოგრიტების შეძენა, ტენდერის დასრულდების მერე გეტყვით“, - განაცხადა ბაგრატიონმა.

რაც შეეხება დანიშნულებას, რისთვის ყიდულობს მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ჭოგრიტებს, ბაგრატიონმა ჟურნალისტებს შესთავაზა, ერთი დღე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად გაატარონ, რა დროსაც ისინი აჩვენებენ, როგორ ხდება ჭოგრიტების გამოყენება.