"ბასიანსა"და "გალერიში" სპეცოპერაციისას დაკავებული გიორგი მამუკელაშვილის დედა - როცა ტონა ნარკოტიკის გამო დაკავებულ ლევან ჯიბღაშვილს გირაოთი უშვებ, სახეზეა შერჩევითი სამართალი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გამო, სასამართლოს შერჩევით სამართალში, კლუბებში - "ბასიანსა"და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული კიდევ ერთი პირის, გიორგი მამუკელაშვილის დედა, მაია ელიაშვილი ადანაშაულებს.

მისთვის გაუგებარია, თუ რა ნიშნით გაათავისუფლეს ლევან ჯიბღაშვილი, რომელსაც მძიმე ბრალი ჰქონდა წარდგენილი. როგორც ელიაშვილი აცხადებს, მსჯავრდებულ მამუკელაშვილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებასაც არ უფორმებს.

"ძალიან უსამართლოდ მოექცნენ ჩემ შვილს და ორი ტაბლეტი ექსტაზის გამო მას 8 წელი მიუსაჯეს. ტონა ნარკოტიკის გამო დაკავებული ჯიბღაშვილი კი, 10 000-ლარიანი გირაოთი გამოუშვეს. როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია? რა ნიშნით გამოყვეს ეს ბიჭი ასე, რომ ტონობით ნარკოტიკი ყიდოს და 10 000-ლარიანი გირაოთი გამოუშვეს?

რასაკვირველია, სასამართლო მიკერძოებულია და შერჩევით სამართალს აქვს ადგილი. გახარიას დაგეგმილი სრულიად უაზრო სპეცოპერაცია ჩატარდა, ან როგორ ჩაატარეს საერთოდ. სპეცოპერაციას ატარებენ, როცა ნარკოგამსაღებლებს აკავებენ, ამ შემთხვევაში შეიძლება ორი იყოს ასეთი, დანარჩენები ნარკოგამსაღებლები არ არიან.

ჩვენ შემთხვევაში, ეს უსინდისოები საპროცესოზეც არ მოდიან, იმიტომ რომ ზევიდან არის ბრძანება, თითქოს, პოლიცია მუშაობს და ნარკოგამსაღებლებს აკავებს. სახეზეა შერჩევითი სამართალი", - განაცხადა ელიაშვილმა.

გიორგი მამუკელაშვილი კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. მას სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაც შეეხება მსახიობს ლევან ჯიბღაშვილს, რომელსაც გამოძიება ასევე ნარკოდანაშაულს ედავება, ის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა