თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს 400 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი გადასცემს

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას 400 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურას გადასცემს. აპარატურა განკუთვნილია კლინიკის ინტენსიური მოვლის და ნეონატალური განყოფილებებისთვის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება შედგება 25 აპრილს და მას დაესწრებიან ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ირჟი პრეცლიკი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე და უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

„საქმიანობა შეადგენს ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროექტის - „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების დანერგვა საქართველოში“ - ნაწილს, რომელიც ინიცირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

პროექტის მიზანია ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება ინკურაბელური და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისათვის. ამ მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტროსთვის ტექნიკურ მხარდაჭერას ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების ინსტიტუციურ მოწყობაში, ასევე, აღნიშნულ კლინიკას დახმარებას უწევს ბავშვთა სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში.

ღონისძიება დაიწყება 11:00 საათზე თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში“, - აღნიშნულია სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის